სტუდფესტი 2024
„სტუდფესტი 2024“ გრძელდება. ამჯერად, ფესტივალის ფარგლებში ბოულინგის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. ტურნირის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი. პირველი ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მეორე ადგილი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ხოლო მესამე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიკავა.