გამჭვირვალობის კანონი და უარგუმენტო პოზიცია
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მოთხოვნები არგუმენტების გარეშე. რადიკალებს ისევ არ აქვთ პასუხი, რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროპულთან შეუსაბამო. მმართველი გუნდის განმარტებით ოპოზიციას გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუშლის მათი ფარული მიზნების განხორციელებაში და რეალურად ეს არის მიზეზი, რის გამოც კანონის მიღება არ სურთ.
