ტრანზაქცია რუსეთიდან ხოშტარიების ანგარიშზე
რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჩანს, ხოშტარიების ოჯახს, რუსულ ფულზე საუბარი არ სურს. „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს ელენე ხოშტარია. ჩვენი ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა მოხდა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი ჩაირიცხა.
