საქართველოს ელჩის კომენტარი
ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს. ისრაელში საქართველოს ელჩის, ზაზა კანდელაკის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სიმშვიდეა და საგანგებო ვითარება ნაწილობრივ არის გამოცხადებული. დახურულია სკოლები და სასწავლებლები.