14 აპრილი დედაენის დღეა
დღეს დედაენის დღეა. 46 წლის წინ, 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და არ დაუშვეს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. აქციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.