ტრანზაქცია რუსეთიდან ხოშტარიების ანგარიშზე
რუსული ფული ხოშტარიების ანგარიშზე. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი ჩაირიცხა. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ელენე და გოგი ხოშტარიებს, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხოშტარიებისთვის რუსეთიდან მიღებული ფული, უცხო არ არის და როგორც ჩანს მათთვის ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
