ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
ახლი აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. თეირანმა მუქარა შეასრულა და ისრაელზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ სულ მცირე, 200 ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები, მრავალი დანაშაულის საპასუხოდ იქნა გაშვებული. ისრაელის მიმართ ირანული აგრესია, მსოფლიო საზოგადოებამ დაგმო.
