„საკურას ყვავილობის დღეები“
საკურას ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი ფერადი სანახაობაა, რომელიც იაპონიის კუნძულებს დიდი ხანია გასცდა და ყველგან აღტაცებასა და ესთეტიკურ სიამოვნებას იწვევს. ამიტომაც საკურას ყვავილობის მოლოდინს წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენში ეს ტრადიცია ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა. წელსაც საკურას ყვავილობას იაპონურ თემატიკაზე მოწყობილი ფესტივალი ამშვენებს