პროტესტი ზურაბიშვილს
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკას არ იწვევს. პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ. ეს გადაწყვეტილება ქაოსისა და არეულობის გამოწვევად მიიღეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. რაც შეეხება ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილი ხდება
