გამჭვირვალობის კანონი
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას სტუმრობდა. ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ საუბარი გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც შეეხო, სადაც გერმანიის კანცლერმა კანონპროექტის უკან შემობრუნებაზე მწუხარება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კანონს ამ ფორმით არ მიიღებს. ბუნებრივია შოლცის განცხადება არაერთი პოლიტიკური შეფასების საგანი გახდა, ისევე როგორც თარჯიმანთან დაკავშირებული საკითხები, რომელმაც კანცლერის გამოსვლის თარგმანისას, როგორც თავად თარჯიმანმა განმარტა, შეგნებულად გამოიყენა ისეთი ტერმინოლოგია, რაც თავად მასპინძელს არ უთქვამს. ის, რაც თქვა გერმანიის ლიდერმა არის ის, რომ ეს კანონპროექტი არ მოსწონს არც ქართული და მათ შორის არც ევროპული, რომელზეც დისკუსია ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს. დღეს მამუკა მდინარაძემ ეს თემა კიდევ უფრო განავრცო და ყველა იმ კანონის სახელწოდება ჩამოთვალა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში დღეს ან მოქმედებს, ან განხილვის პროცესშია
