მოთხოვნები არგუმენტების გარეშე
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელოვანების ნაწილი ისევ აპროტესტებს. რა იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, კანონზე რუსული იარლიყის მიკერების მიღმა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ ჩანს. ნაწილი ამბობს, რომ კანონზე გავრცელებულ მოსაზრებას ემხრობა, ჩაძიების გარეშე, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ კანონს არ იცნობს, თუმცა პროტესტი აქვს. ზოგი დღეს იმედთან კომენტარს არ აკეთებს, ზოგი კი მხოლოდ სოციალური ქსელის სტატუსებით შემოიფარგლება. უმრავლესობის ლიდერი დღეს მათ შეშფოთებას გამოეხმაურა და დისკუსიაზე მიიწვია. პირველ რიგში, მამუკა მდინარაძე თითოეულ მათგანს კანონპროექტის გაცნობისკენ და შემდეგ კი პარლამენტში განხილვაზე დასწრებისკენ მოუწოდებს
