მოთხოვნები არგუმენტების გარეშე
ვნებათაღელვა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ცხადია, კვირის მთავარი თემაა. ამ საკითხზე გამოხმაურებები ისმოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთაც. კვირის ბოლოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ამ ინიციატივაზე ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული ენჯეო სექტორის ნაწილის მიერ დეზინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, შფოთი აქვს, ეს წუხილი აღარ ექნება თუკი არგუმენტირებულ მსჯელობას მოისმენს. თუმცა ამ დრომდე ამ მსჯელობისთვის მზაობა ჯერჯერობით არ ჩანს. თუ რატომ არ არის მზაობა დისკუსიისთვის, ამას მმართველი ძალის ლიდერები იმით ხსნიან, რომ ოპოზიცია არათუ რუსული დეტალის, ამ კანონში ზოგადად ცუდი ჩანაწერის გამოყოფას ვერ შეძლებს. დღეს ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქტივთან შეხვედრისას მმართველი პარტიის ლიდერები ამ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ
