ჩარიცხვები რუსეთიდან ხოშტარიებს
„ქრონიკის“ ინფორმაციით რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა მოხდა. ამჯერად მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით. „ქრონიკისვე“ ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ანგარიშზე ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი ჩაირიცხა. „ქრონიკა“ ცდილობდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას ოჯახის წევრებთან, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რუსეთის ბიუჯეტიდან მათ ანგარიშზე ეს პირველი ჩარიცხვის ფაქტი არ არის, როგორც ელენე ხოშტარია ადრე განმარტავდა მისი ოჯახის კუთვნილი ჰონორარია
