„ალტ-ინფოს“ აქცია
კონსერვატიულმა მოძრაობა „ალტ-ინფომ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლის მიერ კონსერვატიული მოძრაობის გაუქმება გააპროტესტეს და ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს, რომელიც, მათი თქმით "ქართული ძალის" ლიდერმა, ლევან ჩაჩუამ აჩუქა. ზურა მხეიძე და კონსტანტინე მორგოშია არჩევნების წინ სხვა პარტიებთან გაერთიანებასაც არ გამორიცხავენ და მათი განცხადებით, თუ ახალ პარტიასაც გაუქმების საფრთხე დაემუქრება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ
