ზურაბიშვილის კომისია
კომისია, რომელმაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს პირადი ინტერესებით მოქმედებს. „ქრონიკისთვის“ ცნობილი ხდება კანდიდატთა სია. როგორც ირკვევა ჩამონათვალში ფიგურირებენ ადამიანები, რომლებსაც კომისიის წევრებთან პირადი და ახლო კავშირი აქვთ. მაგალითად, კონკურსანტთა შორისაა მამუკა ჯიბუტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კომისიის წევრის, არჩილ მესტვირიშვილის მეგობარია და დღემდე აუდიტის სამსახურში მუშაობს. სიაშია გიორგი პაპავაც, რომელიც „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტია, ეს კი ის სასწავლებელია, რომლის დირექტორიც კომისიის თავმჯდომარე თამარ სულუხიაა. მმართველი პარტიის შეფასებით, კომისია, რომელმაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს, ზურაბიშვილმა მთლიანად პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტა
