„ქართული ოცნება“ ამბროლაურში პარტიულ აქტივს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და საარჩევნო კამპანიაზე. როგორც შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, სრულად პროპორციული არჩევნები პირველად იმართება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად
