ზურაბიშვილის გადაწყვეტილება
შეწყალება ტელეეთერით. სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებზე თავდამსხმელი, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერში ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია. ცნობისთვის, გასული წლის 7, 9 მარტის აქციაზე გრიგორიადისმა სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა. ცეცხლის წაკიდებით დაშავდნენ სამართალდამცველები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსთაველზე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას ცეცხლი სწორედ გრიგორიადისმა წაუკიდა. ჩადენილი დანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა, გუშინ მიუსაჯა
