ზურაბიშვილის კომისია
სალომე ზურაბიშვილის კომისია, რომელმაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს, „ქრონიკის“ ინფორმაციით პირადი ინტერესებით მოქმედებს. საუბარია, კანდიდატთა სიაზე, რომელშიც როგორც ირკვევა, ისეთი ადამიანები ფიგურირებენ, რომლებსაც კომისიის წევრებთან პირადი და ახლო კავშირი აქვთ. მაგალითად, კონკურსანტთა შორისაა მამუკა ჯიბუტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კომისიის წევრის, ირაკლი მესტვირიშვილის მეგობარია და დღემდე აუდიტის სამსახურში მუშაობს. სიაშია გიორგი პაპავაც, რომელიც „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტია, ეს კი ის სასწავლებელია, რომლის დირექტორიც კომისიის თავმჯდომარე თამარ სულუხიაა
