კალაძე გვარამიას ბრალდებას პასუხობს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა გზას და კავშირს გამოიყენებს, ქართველი ფეხბურთელების წარმატებისთვის. კახა კალაძემ ცილისმწამებლური და აბსურდული უწოდა პარტია „ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ბრალდებას, თითქოს საქართველოს ნაკრებში ადამიანები თბილისის მერის დამსახურებით ხვდებიან, რაც ყოვლისმომცველი კორუფციაა. კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხარდაჭერის შედეგი მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება
