პრემიერის ვიზიტი გერმანიაში
ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გერმანიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელვიოს სასახლეში შეხვედრისას მან და ირაკლი კობახიძემ გერმანულ-ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მომავლის საკითხები განიხილეს. გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერთან შეხვედრებზე წერს „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანიის ლიდერებს საქართველოს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას
