პროტესტი ზურაბიშვილს
სალომე ზურაბიშვილის ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ პროტესტის ნიშნად ზურაბიშვილის ადმინისტრაცია დატოვა. გიორგი აბდალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება. გიორგი აბდალაძე ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტორეპორტიორად მუშაობდა
