ერთობლივ პრესკონფერენციამდე გაიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრის და გერმანიის კანცლერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა
ერთობლივ პრესკონფერენციამდე გაიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრის და გერმანიის კანცლერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. ირაკლი კობახიძეს ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. გერმანიაში ირაკლი კობახიძეს მხარდამჭერი შეძახილებით დახვდნენ. მოქალაქეები ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის დაწყების წინ შეიკრიბნენ.
