"გალობის მერცხლები"
პროექტი "გალობის მერცხლები" გაიმართა ქუთაისში. ბაგრატის ტაძარში დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და ლოტბარები შეიკრიბნენ და სხვადასხვა მრავალხმიანი გალობა შეასრულეს. ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებულ ღონისძიებაში 17 სალოტბარო სკოლა მონაწილეობდა.
