ჯარისკაცები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
სამხედრო მოსამსახურეები პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ . თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
