ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე ავარიული 4 სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი მიმდინარეობს. მის ნაცვლად აშენდება ახალი, მრავალბინიანი 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, პროექტით 19 ოჯახი დაკმაყოფილდება.
