ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის დაგეგმილ შეხვედრას მმართველ გუნდში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ
პრემიერის გერმანიაში ვიზიტს და ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის დაგეგმილ შეხვედრას მმართველ გუნდში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გერმანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მაკა ბოჭორიშვილის თქმით ირაკლი კობახიძის ოლაფ შოლცთან შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, პრემიერმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.
