პრემიერის ვიზიტი გერმანიაში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია. ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მასპინძლობს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
