ახალი სერვისი იუსტიციის სახლში
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს. რემონტის დაზღვევის პაკეტი მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ. მათ საშუალება აქვთ, ქონების რეგისტრაციასთან ერთად, დააზღვიონ საკუთარი უძრავი ქონების რემონტი, დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
