ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა ლევან კობიაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ფეხბურთელები აბსოლუტურად თავისუფლები არიან. მათ კარგად იციან სად არის ჩვენი ქვეყანა და რა გზას გადის. მისივე განმარტებით, სპორტსმენები საპასუხისმგებლო მატჩებისთვის ემზადებიან და მათთვის ახლა მთავარი, საკუთარ საქმეზე კონცენტრაციაა, რაშიც ხელი არავინ უნდა შეუშალოს.
