ბრალდებები არგუმენტის გარეშე
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები ისმის. ვიდეომიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელში მსახიობმა ანკა ვასაძემ.ის ამბობს, რომ კანონი რუსულია და საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას . ქრონიკასთან საუბრისას მსახიობი ამბობს, რომ კანონთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა იურისტ მეგობრებთან , თუმცა კითხვაზე - რატომ არის კანონი რუსული და ვის ეხება - კონკრეტული პასუხი არ გაუცია და ყურადღება დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა.
