სახელმწიფო დეპარტამენტი გამჭვირვალობის კანონზე
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კვლავ კრიტიკული განცხადებები გვესმის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან. „კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან.“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერს ამ საკითხზე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ არაერთხელ დაუსვა კითხვა, რაზეც სპიკერმა განაცხადა , რომ იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე თქვა.
