პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაშია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია. ფედერალურ კანცელარიაში, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
