ჰააგის სააპელაციო პალატის პირველი ქართველი თავმჯდომარე
მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის, ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში დღემდე აქტიურად მონაწილეობს, არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი და ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. ამ პოზიციაზე ის პირველი ქართველი მოსამართლეა და ცხრა წლის ვადით არის არჩეული
