პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, პოლიტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები და ტურიზმი. ქართულ-ყაზახური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თავმჯდომარესთან განიხილა. შალვა პაპუაშვილმა ასევე მწუხარება გამოთქვა ყაზახეთში მიმდინარე სტიქიის გამო და მეგობარი ქვეყნის მიმართ თანადგომა გამოხატა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყაზახი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია
