„დიდგორელის“ გამარჯვებულები
„დიდგორელი“ - თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა
