„პოლიტიკოს“ ინფორმაცია
„პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთი რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა, ამავდროულად სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობს. გამოცემის ცნობით, პარიზმა მოსკოვს ბოლო სამ თვეში 600 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც გასული წლის მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება. ამ მონაცემებით მტკიცდება რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთი რუსეთისგან ყველაზე მეტ თხევად ბუნებრივ აირის ყიდულობს. ოფიციალური პარიზის განმარტებით, მას მოსკოვთან გრძელვადიანი შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომელიც იურიდიულად რთული გასაუქმებელია
