თავდასხმის შედეგად კიევში თბოელექტროსადგური განადგურდა
რუსული მასირებული თავდასხმის გამო კიევის ოლქში უმსხვილესი თბოელექტროსადგური განადგურდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება კიევის, ჩერკასკისა და ჟიტომირის ოლქებს. უკრაინის ენერგო ობიექტები იყო ოკუპანტის სამიზნე ლვოვის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. იერიშების შედეგად მილიონობით ადამიანს სასმელი წყალი და ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს მასირებულ იერიშებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები უკრაინის მხრიდან, რუსეთის ენერგეტიკისა და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ განახორციელეს