მძევლების გაცვლა
ამერიკული მედიის ცნობით, „ჰამასს“ ისრაელთან შეთანხმების მისაღწევად საკმარისი 40 მძევალი არ ჰყავს. ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ისრაელი დაჯგუფებას მძევლების რამდენიმე ეტაპად გათავისუფლებას სთხოვს. თუმცა „სიენენი“ და „ნიუ იორქ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ „ჰამასს“ პირველი ნაკადისთვის აუცილებელი კრიტერიუმების მქონე საკმარისი ცოცხალი მძევალი არ ჰყავს და ამის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა. ისრაელის მოთხოვნით, გათავისუფლებულთა პირველ ნაკადში ქალები, ბავშვები და მოხუცებიც უნდა მოხვდნენ. ამერიკული მედიის ცნობით, ისრაელი ახლა „ჰამასს“ სთხოვს, რომ გათავისუფლებულთა პირველ ნაკადში ახალგაზრდა მამაკაცები და ჯარისკაცები შეიყვანონ
