ჰუმანიტარული დახმარება
ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ოპერაციის ახალ ფაზაზე გადადის. ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსპიკერმა განაცხადა. დანიელ ჰაგარის განმარტებით, ისრაელიდან ღაზაში გაიხსნება ახალი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს პირდაპირ ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილს მიაწვდის. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა განმარტა, ახალი მარშრუტის საშუალებით ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დღიურად ჰუმანიტარული დახმარების დაახლოებით 50 სატვირთო ავტომობილი შევა
