„სტუდფესტი 2024“
ახალგაზრდული ფესტივალი – „სტუდფესტი 2024“ დაიწყო. ფესტივალი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას. „სტუდფესტი 2024“, განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები 19 სახეობაში ჩატარდება
