გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გოჩა ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში დღემდე აქტიურად მონაწილეობს, არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი და ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე. შეგახსენებთ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. ამ პოზიციაზე ის პირველი ქართველი მოსამართლეა და ცხრა წლის ვადით არის არჩეული
