სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი
ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ სიახლეებს