პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ყაზახეთში
შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე. განიხილეს თანამშრომლობა პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად. ყაზახეთის მხარემ გამოხატა სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა
