„გორბის“ კვლევის პოლიტიკური შეფასებები
„გორბის“ კვლევის შედეგებზე მთელი დღის განმავლობაში კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. სახელისუფლებო პარტია არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას ელოდება. როგორც მოსალოდნელი იყო კვლევას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, თუმცა არც იმას ამბობენ, როგორია მათი პარტიული რეიტინგები, მათივე კვლევების მიხედვით. კითხვაზე - „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 60.4% „ქართულ ოცნებას“, 12.6% ნაციონალური მოძრაობა / სტრატეგია აღმაშენებელს ასახელებს, ხოლო სხვა პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლეს. გამოკითხვა საზოგადოების აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „იმედის“ დაკვეთით, 11-18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი: +/- 3%
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
