რუსულმა არმიამ უკრაინის 5 ოლქში ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
რუსულმა არმიამ უკრაინის 5 ოლქში ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქებში. კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უდიდეს თბოელექტროსადგურში. ოლქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტმა უკრაინას 40 რაკეტითა და ამდენივე დრონით შეუტია.
