Lufthansa-მ თეირანში ფრენა შეაჩერა
ირანის მხრიდან ისრაელზე შესაძლო თავდასხმის გამო, Lufthansa-მ თეირანის მიმართულებით ორმხრივი ფრენა შეაჩერა. როგორც ავიაკომპანიაში იუწყებიან, გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სახიფათო ვითარების გათვალისწინებით მიიღეს. მანამდე ირანის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თეირანის საჰაერო სივრცე სამხედრო წვრთნის გამო დროებით სრულად დაკეტილია.
