სტოლტენბერგის განცხადება
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლება აქვს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები თავდაცვის კანონიერი უფლების ნაწილია.
