სცენის პოლიტიკურ ტრიბუნად გამოყენება
მსახიობი ქეთევან კიკნაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლის, მათ შორის ნინო და ილიკო სუხიშვილების მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კიკნაძის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც თეატრი პოლიტიკისთვის ტრიბუნად გამოიყენება.
