ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სტეფანწმინდა არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. „სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“ – წერს სტატიის ავტორი
