საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების ორივე ფინალისტი ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების ორივე ფინალისტი ცნობილია. გორის "ივერიონმა ნახევარფინალში სუპერლიგის ლიდერი "ქუთაისი" 106-98 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება. "თსუ"-მ "ბათუმს" 108-88 მოუგო. გამარჯვებულებს შორის 32 ქულით 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. ფინალური მატჩი "თბილისი არენას" დარბაზში დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
